თუ საიტს ქართულად ვერ ხედავთ, გადმოტვირთეთ ფონტი
English

 

 

 

რა უნდა ვიცოდეთ ნარკოტიკების მოხმარებისას

შეგნებული არჩევანით, შემთხვევით, გარემოებებისა თუ გარკვული პირისა თუ პირების ბოროტი განზრახვით- თქვენ ნარკოტიკულ ნივთიერებათა მომხმარებელი ხართ.

პარადოქსულია, რომ თქვენი პასუხისმგებლობა საზოგადოების, ოჯახის, კანონის წინაშე განუზღვრელად მეტია, ვიდრე ნებისმიერი არამომხმარებელი პირისა.

  • ნარკოტიკის მომხმარებელი განუწყვეტლივ კონფლიქტშია კანონთან, რადგან კანონი კრძალავს არალეგალურად შემოსული ნარკოტიკული ნივთიერების შეძენასა და შენახვას ან ლეგალური, მაგრამ არასამედიცინო დანიშნულებით ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენებას.
  • ნარკოტიკის მომხმარებელი განუწყვეტლივ კონფლიქტშია საზოგადოებასთან, რადგან ის საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის მანამ, სანამ ნარკოტიკებული ნივთიერებების ღირებულება აღემატება სიგარეტის ღირებულებას.
  • ნარკოტიკის მომხმარებელი განუწყვეტლივ კონფლიქტშია ოჯახთან, რადგან ძალიან ძნელია უყურო ოჯახის წევრს ნარკოტკული თრობის მდგომარეობაში და იცოდე, რომ მან უარი თქვა თავის მომავალ წარმატებებზე, იმედებზე და ყოველთვის ვერც კი აცნობიერებს ამას.
  • ნარკოტიკის მომხმარებელი განუწყვეტლივ კონფლიქტშია საკუთარ თავთან იმ მომენტიდან, როგორც კი გააცნობიერებს, რომ მას არ ძალუძს ნებისმიერ მომენტში, როცა კი მოესურვება, თავი დააღწიოს დამოკიდებულებას.

 და მიუხედავად ამისა არსებობს პასუხისმგებლობა, რომელძეც არც ერთმა ადამიანმა არ შეიძლება აარიდოს თავი - ეს არის საკუთარი და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა. ბოლო ათწლეულებმა ახალი ცოდნა და ახალი ინფექციები შემატა კაცობრიობას -ესაა აივ ინფექცია და ჰეპატიტები. ცნობილია, რომ ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები ამ ინფექციების ძირითადი გამავრცელებლები არიან და სქესობრივი გზით გადამდები ინფიცირების რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ. ინექციური ნარკოტიკების მოხმარებისას დიდი შანსია შეიძინოთ ეს დამატებითი დაავადებები.

ყველა მომხმარებელს უდგება მომენტი, როცა გულით უნდა დააღწიოს ნარკოტიკებს. რამდენად აუცილებელია ფხიზელ ცხოვრებას დაავადებული დაუბრუნდეთ? რამდენად აუცილებელია დაავადებული შვილი გეყოლოთ, ან იძულებული იყოთ უარი თქვათ შვილის ყოლაზე? რამდენად აუცილებელია იყოთ თქვენი ახლობლის, მეგობრის დაავადების მიზეზი?

თუ ჯერ არ ხართ დაავადებული რომელიმე სქესობრივად გადამდები ინფექციით, არასოდეს იხმაროთ ზიარი შპრიცი, ზიარო ჭურჭელი. თქვენმა მეგობარმა შეიძლება არც იცოდეს, რომ დაავადებულია და უნებლიედ დაგაავადოთ თქვენც
თუ უკვე დაავადებული ხართ, მით უფრო არ იხმაროთ ზიარი შპრიცი, ზიარო ჭურჭელი. სქესობრივი ცხოვრებისას აუცილებლად იხმარეთ პრეზერვატივი - შეიძლება ქვენი პარტნიორი დააავადოთ.
არ დააგდოთ ნახმარი შპრიცი ქუჩაში, შეიძლება პატარა ბავშვმა შეიძლება იხმაროს ის სათამაშოდ და დაავადდეს.
იცოდეთ ყველა ჰიგიენური წესი, რომელიც დაიცავს თქვენს ახლობლებს და საზოგადოებას.