თუ საიტს ქართულად ვერ ხედავთ, გადმოტვირთეთ ფონტი
English

 

 

 

მეტადონი

მეტადონი არის კარგად გამოცდილი პრეპარატი, რომელიც უსაფრთხო და ეფექტურია ოპიოიდების მოხსნის სინდრომის და ოპიოიდებზე დამოკიდებულების სამკურნალოდ.40 წელზე მეტია რაც ეს სინთეტური ნარკოტიკი გამოიყენება ნარკოლოგიაში.

მეტადონი აძლევს პაციენტებს საშუალებას შეწყვიტონ ჰეროინის ან სხვა ოპიოიდის მოხმარება და შეცვალონ თავისი ქცევა.

მეტადონი მიიღება ერთხელ დღეში და თრგუნავს ნარკოტიკის მოხსნის სინდრომს 24-36 საათით. მაგრამ მეტადონი ეფექტურია მხოლოდ ოპიოიდებზე (ჰეროინი, მორფინი და სხვა) დამოკიდებულების სამკურნალოდ და არ იძლევა შედეგს სხვა ნივთიერებების ბოროტად მოხმარებისას. მეტადონი არ ახასიათებს ეიფორია. პაციენტებს, რომლებიც არიან მეტადონით მკურნალობაზე არ ააქვთ მდგომარეობის სწრაფი ცვალებადობა დღის განმავლობაში, რომელიც დამახასიათებელია ჰეროინის მოხმარებისთვის და დაკავშირებულია სისხლში პრეპარატის კონცენტრაციის ცვლილებასთან. ამის შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი რჩება ოპიოიდებზე დამოკიდებული, იგი თავისუფლდება უკონტროლო, კომპულსიური და დესტრუქციული ქცევისგან, რომელიც დამახასიათებელია ჰეროინის მოხმარებისთვის.

მეტადონის მოხსნის სინდრომი ბევრად ნელა ვითარდება, ვიდრე ჰეროინის შემთხვევაში. ამის გამო, შესაძლებელია პაციენტის მეტადონზე ყოფნა ძლიერი გვერდითი ეფექტების გარეშე. ხანდახან მეტადონით ჩანაცვლებით პროგრამაზე პაციენტები იმყოფებიან ბევრი წლის განმავლობაში.

მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპია საშუალებას აძლევს ჰეროინის მომხმარებლებს მიიღონ ინდივიდუალური სამედიცინო მზრუნველობა, მეტადონის ინდივიდუალური დოზა და გარკვეულწილად დააბალანსონ საკუთარი ორგანიზმის ბიოქიმიური მდგომარეობა. ამ პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია სოციალური და რეაბილიტაციური მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპია ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად კონტროლირებადი და რეგულირებადი მკურნალობის მეთოდია მედიცინაში. ეს პროგრამა შეფასებულია, როგორც 4:1, ანუ 1$-ის დახარჯვის შემდეგ ამ პროგრამაზე, ქვეყნის ეკონომიკური დანაზოგი/მოგება შეადგენს 4$-ს.

ამ პროგრამას აქვს მნიშვნელოვანი დადებითი ეფექტი ისეთი დაავადებების გავრცელების შეფერხევაში, როგორიცაა შიდსი, B და C ჰეპატიტი და სხვა.

მეტადონით ჩანაცვლებით თერაპიაზე მყოფ პაციენტებს საშუალება აქვთ იყვნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, იშოვონ სამსახური, დაამყარონ ახალი სოციალური კავშირები და სხვა.

სუბუტექსი (ბუპრენორფინი)

სუბუტექსი არის ბრენდის სახელი, რომელის შემადგენელი ნივთიერება ცნობილია თითქმის 40 წელიწადია, როგორც ბუპრენორფინი. ისევე, როგოგც მეტადონი, იგი გამოიყენება ჩანაცვლებითი თერაპიისათვის. მეტადონთან შედარებით ის ნაკლებ იწვევს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვას და, ამდენად, კიდევ უფრო უსაფრთხოა პერორალური მიღებისას. სუბუტექსი ეს აბებია, რომელიც წამალდამოკიდებულმა უნდა მიიღოს ენის ქვეს ამოდებით, როგორც ვალიდოლი. იგი თრგუნავს ფიზიკური აბსტინენციის გამოვლინებას, არ გააჩნია მაეიფორიზებელი ეფექტი, საკმარისია აბსტინენციის შესაჩერებლად დღეში ერთხელ მიღებისას.
უნდა აღინიშნოს, რომ სუბუტექსი ბევრად უფრო ძვირი პრეპარატია მეტადონთან შედარებით, ერთი შეკვრის (7ტაბლეტი) ფასი ევროპის ქვეყნებში 6-8 € არ აღემატება.

ეს მდგომარეობა გახდა საფუძველი იმისა, რომ საქართველოში არალეგალურად შემოდის დიდი რაოდენობა სუბუტექსისა, რომლის ფასი შავ ბაზარზე 100-120$ -ია. გასაგებია, რომ ასეთ პირობებში მისი პერორალური რეგულარული მოხმარება წარმოუდგენელია დაავადებულთა დიდი ჯგუფისათვის.

"გამოსავალი" ნაპოვნი იქნა! ერთ ტაბლეტ სუბუტექსს ინტრავენურად 6-8 წამალდამოკიდებული მოიხმარს! ე.ი. ის ძირითადი პლუსი, რომ პრეპარატის მოხმარება შესაძლებელია პერორალურად ერთხელ დღეში, აღარ არსებობს.

ისევე, როგორც ჰეროინი და სხვა ოპიოიდები, სუბუტექსის მოხმარება აივ-ინფექციისა და C და B ჰეპატიტების გავრცელების საშუალებად იქცა. ასეთი მდგომარეობა ხელსაყრელია მხოლოდ მაფიოზური სტრუქტურებისათვის.გარდა ამისა, სუბუტექსის ერთი ტაბლეტის რამდენიმე ნაწილად დაყოფამ გამოიწვია მომხმარებელთა დაჯგუფება ნარკოტიკების მოხმარების იდეით და წარმოიშვა ე.წ. პირამიდები, სადაც ერთი აბის მომტანს იგი უფასოდ უკეთდება. ფაქტიურად ხდება ნარკოტიკების მომხმარებელთა კრიმინალიზაცია - ჩართვა ნარკოტიკების გასაღების პროცესში. ე.წ. "დილერები" ბევრნი არიან, რაც საშუალებას აძლევს შემომტანებს ნაკლებ გამოჩნდნენ სამართალდამცველთა ხედვის არეალში.

ყოველივე ზემოთქმულიდან კარგად ჩანს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩანაცვლებითი თერაპიის და, ზოგადად, ზიანის შემცირების პროგრამის სრულად დანერგვა საქართველოში.