თუ საიტს ქართულად ვერ ხედავთ, გადმოტვირთეთ ფონტი

English

   

 

 

ახალი ამბები
 
 
19.04. 2010w

გაცნობებთ, რომ ამა წლის 19 აპრილს გაიმართა კვლევის - რამდენად ეფექტურია ქუჩის ნარკოტესტირება - პრეზენტაცია. ეკონომიკური კვლევის შედეგები წარედგინა დაინტერესებულ პირებსა (სტაკეჰოლდერს) და მედიის წარმომადგენლებს. კვლევა დაფინანსდა ფონდ `ღია საზოგადოება - საქართველოს~ მიერ და განხორციელდა შემდეგი ორგანიზაციების მიერ: დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი “ალტერნატივა ჯორჯია” საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია კონსტიტუციური უფლებების დაცვის ცენტრი და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი. სამეცნიერო ზედამხედველობა განახორციელა ექიმმა და ფილოსოფიის დოქტორმა თომას ზაბრანსკიმ (პრაღის ჩარლზის უნივერსიტეტში ადიქტოლოგიის ცენტრის კვლევითი და განვითარების პროგრამების უფროსი), რომელიც იყო მთავარი მკვლევარი და კონსულტანტი მეთოდოლოგიურად მსგავსი რამდენიმე კვლევის ფარგლებში, რომლებიც განხორციელდა ჩეხეთის მთავრობის, ჩეხეთის სამეცნიერო სააგენტოების და საერთაშორისო ორგანოების დაკვეთით. კონსულტაციები რესპონდენტზე ორიენტირებული შერჩევის მეთოდის გამოყენებით მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და მიღებული შედეგების ინტერპრეტაციასთან დაკავშირებით გასწია საერთაშორისო ფონდმა კურაციომ. 2006 წლის შემდეგ ქუჩაში პოლიცია ყოველწლიურად აკავებს დაახლოებით 50 000 ადამიანს და ამოწმებს ნარკოტიკის მოხმარებაზე. ნარკოტიკებზე ტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში დაკავებულს ემუქრება დიდი ჯარიმა ან პატიმრობა. ამ პოლიტიკის ლოგიკა ასეთია: მკაცრი სადამსჯელო ზომები (ა) უბიძგებს ნარკოტიკის მომხმარებელს, შეწყვიტოს ნარკოტიკის მოხმარება და (ბ) იცავს ბავშვებს და მოზარდებს აკრძალული ნარკოტიკული საშუალებების გასინჯვისაგან. მიუხედავად ამისა, ამ პოლიტიკის მოწინააღმდეგეები მუდმივად ამტკიცებენ, რომ “ნადირობა” ათასობით ადამიანზე ტესტის ჩატარების მიზნით არავითარ ან უმნიშვნელო ზემოქმედებას ახდენს ნარკოტიკების მოხმარების მასშტაბებზე. კვლევაში შესული შეკითხვები ა) რა თანხა დახარჯა 2008 წელს საქართველომ ნარკოტიკის მოხმარებაზე რანდომული ტესტების ჩატარების ღონისძიებაზე ქუჩის პირობებში და შემდგომ საკანონმდებლო ზომებზე? ბ) რა გავლენა მოახდინა ნარკოლოგიურმა შემოწმებამ ნარკოტიკების მომხმარებლებზე მათი ნარკოკარიერის, მოხმარების წესისა და მოხმარებასთან დაკავშირებული დაავადებების თვალსაზრისით? გ) რა მიზნების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი ა) პუნქტში მითითებული თანხები ოპიოიდური ჩანაცვლებითი თერაპიის ან სხვა სამკურნალო და პრევენციული ზომების განხორციელებაზე რომ დახარჯულიყო? დასკვნები კვლევის შედეგები ცხადჰყოფს, რომ ნარკოტიკების მომხმარებელთა დასჯა და დაპატიმრება საქართველოში ახდენს უმნიშვნელო (ან არავითარ) გავლენას ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ქცევაზე და წარმოადგენს ძალოვანი სტრუქტურების და სასამართლო სისტემის ისედაც შეზღუდული რესურსების არაეფექტურ ხარჯვას. სადამსჯელო ზომების შედეგად, რომელთაც ანალოგი არ გააჩნიათ განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში, არ მოხდა ნარკოტიკების მოხმარების შემცირება. ამ ზომებმა შედეგად გამოიღო 1 605 პირის კრიმინალიზაცია. ფულად ზარალს ემატება ის არამატერიალური ხარჯები, რომელთა ფულადი ფორმით გამოსახვა არ ხერხდება (ბაზრის მეორეული შედეგები, დამცირება, რომელიც გადაიტანეს პირებმა შემოწმების შედეგად, ოჯახის წევრების განცდები, ნარკოტიკების მომხმარებელთა კრიმინალიზაცია და სხვ.). გარდა ამისა, შესწავლილი ინტერვენციის (ქუჩის ნარკოტესტირება) ნულოვანი ზემოქმედების გათვალისწინებით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ პოლიციის ორი სამსახურის (საპატრულო და კრიმინალური) ორიენტირებამ ქუჩაში ახალგაზრდებზე “ნადირობაზე”, მათ (და სხვა სამართალდამცავ ორგანოებსაც) დააკარგვინა ძვირფასი რესურსები, რომელთა გამოყენებაც დანიშნულებისამებრ – საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების მიზნით - უფრო უპრიანი იქნებოდა. კვლევის შედეგები და შემუშავებული რეკომენდაციები, რომლებიც დაინტერესებულ პირებს წარედგინათ, იხილეთ თანდართულ პოლიტიკის დოკუმენტში. კვლევის საბოლოო ანგარიში (მათ შორის სამეცნიერო) ამა წლის მაისში იქნება ხელმისაწვდომი. ზემოთ ხსენებული ორგანიზაციები, რომლებიც კვლევაში იღებდნენ მონაწილეობას, უახლოეს მომავალში გეგმავენ სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების პროცესში მონაწილეობის მიღებას, რაც საბოლოოდ გამოყენებული ინქნება როგორც მყარი ეკონომიკური არგუმენტი შემდგომი ადვოკაციისთვის. პატივისცემით, დავით ოთიაშვილი დირექტორი კავშირი ალტერნატივა ჯორჯია

კვლევის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ აქ

25 .03.2010

რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო დავით ოთიაშვილი, ”ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის” ხელმძღვანელი.

ორგანიზაცია ცდილობს პოლიტიკოსები დაარწმუნოს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საჭიროებაში, რისთვისაც ბოლო დროს არაერთი შეხვედრა გამართა. დავით ოთიაშვილმა მსმენელს შეახსენა, რომ ”ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა” 58 ათასი მოქალაქის მხარდაჭერის საფუძველზე პარლამენტში ჯერ კიდევ 2008 წლის დეკემბერში შეიტანა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც 5 კანონში ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას, რომელთა მიზანი ნარკოტიკების მომხარებელთა დეკრიმინალიზაციაა. არც ამ არასამთავრობო ორგანიზაციის და არც პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიგი წერეთლის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა დღემდე არ განხილულა. ოთიაშვილი თვლის, რომ უპრიანი იქნებოდა ნარკოტიკების პირადი მოხმარებისთვის მცირე რაოდენობის ფლობის გამო პირის დაკავებისა და ციხეში ყოფნის ხარჯი ასეთი ადამიანების მკურნალობას მოხმარდეს.

წყარო: http://www.tavisupleba.org/content/article/1993108.html

აუდიო: http://www.tavisupleba.org/audio/audio/262212.html

24.03.2010

ქსელის მედია– კოორდინატორი, მარინა ასათიანი, გვატყობინებს:

2010 წლის 24 მარტს, საქართველოს პარლამენტში ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წარმომადგენლები შეხვდნენ ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წევრებს. შეხვედრა `"ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის~ ორგანიზაციული პოტენციალის გაზრდის~ პროექტის ფარგლებში  გაიმართა და მიზნად ისახავდა პარლამენტში ქსელის მიერ წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერის მოპოვებას.

ქრისტიან-დემოკრატების~ აზრით ნარკომანიის დასაძლევად უნდა არსებობდეს კომპლექსური მიდგომა. კერძოდ, ნარკორეალიზატორების მიმართ საჭიროა კანონის გამკაცრება, ხოლო კანონი მომხმარებლების მიმართ უფრო ლიბერაური უნდა გახდეს.

ქრისტიან-დემოკრატებს მიაჩნიათ, რომ ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე სახელმწიფომ კომპლექსური მიდგომა და სტრატეგია უნდა ჩამოაყალიბოს და ამ პროცესში დასავლეთის გამოცდილებაც უნდა გაიზიაროს. ასევე, ნარკოტიკების მომხმარებლებს უნდა ჰქონდეთ ფართო სპექტრის მომცველი მკურნალობის შესაძლებლობა.

უახლოეს მომავალში გაიმართება ფრაქციის გაფართოებული შეხვედრა და საკანონმდებლო ინიციატივის საჯარო განხილვაც მოეწყობა, სადაც, აგრეთვე, მიწვეული იქნებიან სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლები.

ამჯერად წარმოგიდგენთ შემდეგი ტელეკომპანიების სიუჟეტებს:

  1. 1.      „საზოგადოებრივი მაუწყებელი“
  2. 2.      „იმედი“
  3. 3.      „მაესტრო“
  4. 4.      „კავკასია“

 გთხოვთ, იხილოთ ლინკი: http://geohrn.blogspot.com/2010/03/blog-post_24.html

26–27 თებერვალs

 

 

 

 

 

ჩატარდა ზიანის შემცირების III ეროვნულ კონფერენცია.

კონფერენციამ ჩაიარა წარმატებულად და ფართოდ გაშუქდა მასმედიის საშუალებებით. ამჟამად არსებული მასალის ტექნიკური წუნის გამო შეგვიძლია მოგაწოდოთ მხოლოდ ერთი სიუჟეტი. და კონფერენციის მსვლელობის ამსახველი ფოტოები. ასევე ის დასკვნები, რომელიც გამოტანილ იყო კონფერენციის მიერ

ქ. თბილისი, 27 თებერვალი, 2010 წელი

ნარკოტიკების არასამედიცინო მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების მესამე ეროვნული კონფერენციის დასკვნები

2010 წლის 26-27 თებერვალს ქ. თბილისში, სასტუმრო დ’პლაზაში გაიმართა ნარკოტიკების არასამედიცინო მოხმარებით გამოწვეული ზიანის შემცირების მესამე ეროვნული კონფერენცია. კონფერენცია დაფინანსდა ფონდ ,,ღია საზოგადოება – საქართველოსა” და შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მიერ. ღონისძიებას ორგანიზება გაუკეთა ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა.

2-დღიანი მუშაობის შედეგად გამოიკვეთა, რომ: 

  • კომპლექსური, მრავალდონიანი, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, ნარკოპოლიტიკის ეფექტური სახელმწიფო სტრატეგიის ქონა დღეისათვის ქვეყნის გადაუდებელი პრიორიტეტია;
  • იმისათვის, რათა საქართველოში ნარკოტიკებზე მოთხოვნის, მოწოდებისა და ზიანის შემცირების მიმართულებით მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომები, სტრატეგია, სტრატეგიის შესაბამისი სამოქმედო გეგმა და ჩარევები ხორციელდებოდეს, აუცილებელია შესაბამისი საინფორმაციო სამსახურის შექმნა, რომელიც გააერთიანებს/გააანალიზებს/გაავრცელებს სხვადასხვა უწყებების მიერ მოწოდებულ შესაბამის ინფორმაციას და სამეცნიერო კვლევის მონაცემებს;
  • აუცილებელია კვლევის წარმოება რეგულარულად, რათა უზრუნველყოფილი იყოს არა მარტო სტრატეგიის ერთჯერადი შემუშავება, ან ამა თუ იმ სერვისის დაწყება, არამედ აგრეთვე მათი რეგულარული მონიტორინგი ოპტიმიზაციის მიზნით. ამისათვის საჭიროა კვლევის ინსტიტუციური მექანიზმების შექმნა;
  • აუცილებელია პარლამენტში განსახილველად შეტანილი კანონპროექტების გადაუდებელი განხილვა, ამ განხილვაში ზიანის შემცირების საქართველოს ქსელისა და სხვა შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა, რათა ქვეყანაში ნარკოტიკების მოხმარების საბაბით ადამიანის უფლებათა შელახვის რისკის მაქსიმალური შემცირება მოხდეს და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ეფექტური სტრატეგიის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის კეთილსაიმედო საკანონმდებლო გარემომ იარსებოს;
  • ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის მუშაობის ამჟამინდელი პრიორიტეტებია:

    ა. კუსტარულად დამზადებული სტიმულატორების მოხმარებით მიყენებული ზიანის შემცირების სტრატეგიისა და ტაქტიკის შემუშავება;

    ბ.ციხეებში ზიანის შემცირების პროგრამების სრულფასოვანი დანერგვა; საწყის ეტაპზე (სანამ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდება) – მათი პილოტირება;

    გ. ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილობის რისკის მინიმიზაციის მიზნით ადვოკატირების სტრატეგიის შემუშავება და ცხოვრებაში გატარება;

    დ.  ქალ-მომხმარებელთა საჭიროებების სათანადო საპასუხო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
    ე. ზიანის შემცირების პრიგრამების დაფარვის არეალის გაზრდა
    (გეოგრაფიული, ასაკობრივი, გენდერული და ა.შ.);

    ვ. მკურნალობის უწყვეტი ჯაჭვის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა მასში ახალი რგოლების (მაგ. ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია) ამოქმედების გზით;

    ზ. ჩ ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობისათვის ლობირებისა და ადვოკატირების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;

    თ. ადვოკატირება ნარკოკანონმდებლობის ცვლილების განხორციელებისათვის.

  • ამ პრიორიტეტების განსახორციელებლად ზიანის შემცირების საქართველოს ქსელისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია ფონდ ,,ღია საზოგადოება – საქართველოსა” და შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მხარდაჭერა, ისევე როგორც თანამშრომლობის მზაობა საქართვლოს პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის, შრომის, ჯანმრეთლობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, UNAIDS-ის და USAID-ის მხრიდან, რაც შემდგომი კონსტრუქციული გარდაქმნებისათვის  აუცილებელ ერთობლივ პლატფორმას უზრუნველყოფს;
  • მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული მკურნალობის სახელმძღვანელო პრინციპების სრულფასოვნად გათვალისწინება ქართულ სინამდვილეში, მკურნალობის მიდგომების როგორც ორგანიზაციულ დაგეგმვაში, ასევე უშუალო განხორცილებაში; ამ მხრივ გადასახედია თანადაფინანსების პრინციპით მიმდინარე მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის მოდელი;
  • მნიშვნელოვანია არსებული სერვისების მდგრადობის უზრუნველყოფა სახელმწიფო სტრუქტურებში მათი ინკორპორირებისა და/ან სახელმწიფო დაფინანსებით მათი უზრუნველყოფის გზით;
  • დარგში სატრატეგიის შემუშავების, სამოქმედო გეგმის დასახვის, სერვისების დაგეგმვისა და განხორციელების საქმეში აუცილებელია პრობლემის მატარებელთა (დამოკიდებულ პირთა) მონაწილეობა.
2010 24-25 Tებერვალს გაიმართა სტრატეგიული შეხვედრა "C ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდა საქარTველოში", რომელიც ორგანიზებული იყო ფონდ ,,ღია საზოგადოება - საქართველოსა" და ღია საზოგადოების ინსტიტუტის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით. ღონისძიების ორგანიზატორი იყო კავშირი ,,ნაბიჯი მომავლისაკენ'' (გორი).
ღონისძიება ფართოდ გაშუქდა პრესისა და ტელევიზიის მიერ, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო ქ-ნ მარინა ასათიანს. გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიები შეგიძლიათ იხილოთ აქ
2010 წლის 26-27 თებერვალს, ზიანის შემცირების საქართველოს
 ქსელი, ფონდ “ღია საზოგადოება – საქართველოს” 
მხარდაჭერით 
აწყობს ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეული 
ზიანის შემცირების III ეროვნულ კონფერენციას.
კონფერენცია გაიმართება სასტუმრო დი-პლაზაში
 (მისამართი: სტანისლავსკის 5).
კონფერენციის დღის წესრიგი შეგიძლიათ იხილოთ აქ

18 თებერვალი

 

ზიანის შემცირბის ქსელის მედია–კოორდინატორი, მარინა ასათიანი, გვატყობინებს:

2010 წლის იანვრიდან დაიწყო პროექტის `ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ორგანიზაციული პოტენციალის გაზრდის~ განხორციელება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები. შეხვედრების მიზანია ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის მიერ შემუშავებული კანონპროექტის შესახებ პოლიტიკოსების ინფორმირება. აგრეთვე, ამ კანონპროექტში წარმოდგენილი ცვლილებების არსის და იდეის პოპულარიზაცია.
შეხვედრები გაიმართა `ხალხის პარტიის~, `კონსერვატიული პარტიის~, `ქალთა ინიციატივის მხარდამჭერი მოძრაობის~ და `ალიანსი საქართველოსთვის~ წარმომადგენლებთან.
დღეს, `ალიანსი საქართველოსთვის~ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ალიანსის ლიდერებმა არასამთავრობო  ორგანიზაციებისგან ინფორმაცია მიიღეს საქართველოში  ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და ისაუბრეს პრობლემების გადაჭრის შესაძლო გზებზე.
შეხვედრის დროს ალიანსის ლიდერებისგან  ინიციატივა წამოვიდა ქსელთან შემდგომში თანამშრომლობის შესახებ. მათი თქმით, მუნიციპალურ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ისინი მზად არიან, ეფექტური ნარკოპოლიტიკის სტრატეგიის შემუშავებასა და დაგეგმვაზე აქტიურად იმუშაონ ქსელის ექსპერტებთან ერთად.

25, 26 დეკემბერი, 2009

 

 

ზიანის შემცირების დარგში მომუშავე სოციალური მუშაკებისთვის წავკისში 2009 წლის 25 და 26 დეკემბერს ჩატარდა ტრენინგი. მოწვეული იყვნენ წამყვანი კვალიფიციური ექსპერტები: გვანცა ფირალიშვილი - ექიმი ნარკოლოგი, სამედიცინო სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ საკითხთა ცენტრ “ურანტის” მეთადონით ჩანაცვლებითი თერაპიის განყოფილების მკვლევარი და ფატი გაბუნია - ინფექციონისტი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრისბოქსირებული განყოფილების უფროსი. აღნიშნული ტრენინგი ჩატარდა ფონდ "ღია საზოგადოება- საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით.

ტრენინგებზე წარმოდგენილ მასალებსა და პრეზენტაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულებზე:

  1. ტრენინგის კურიკულუმი
  2. A, B da C virusuli hepatitebi – ფატი გაბუნია
  3. ჩანცვლებით თერაპიის პრინციპები – გვანცა ფირალიშვილი
  4. უსაფრთხო ინიექცია, ვენების მოვლა – ირმა კირთაძე
  5. Философия снижения вреда – Адвокация Снижения Вреда в Центральной Азии Бишкек, Кыргызская Республика
  6. Почему снижение вреда? – Адвокация Снижения Вреда в Центральной Азии Бишкек, Кыргызская Республика
  7. Снижение вреда вызванного употреблением наркотиков и общественное здравоохранение – Адвокация Снижения Вреда в Центральной Азии Бишкек, Кыргызская

 

ა/ო “ახალი ვექტორი”
პროექტი - `თვითდახმარების ჯგუფის სტრატეგიული სამოქმედო გეგმა~
(ფონდ `ღია საზოგადოება – საქართველოს~ ფინანსური მხარდაჭერით);
21/12/2007წ  -  21/02/2008წ

პირველად საქართველოში, პროექტის `თვითდახმარების ჯგუფის სტრატეგიული სამოქმედო გეგმა~ ფარგლებში 2008 წლის 9-10 თებერვალს შედგა შეხვედრა ჩვენს თვითორგანიზაცია “ახალი ვექტორი”, რეგიონალურ თვითორგანიზაცია “ანგი 2007” და  საინიციატივო ჯგუფებს შორის, რომელთა წარმომადგენლებიც არიან ნარკოტიკების მომხმარებლები.
შეხვედრას ესწრებოდა 20 ნარკოტიკების მომხმარებელი. მონაწილეების მიერ ჩამოთვლილ იქნა ის საკითხები, რომლებიც მათი თვალსაზრისით არის უმნიშვნელოვანესი მათი ცხოვრების შესაცვლელად და უფლებების დასაცავად. ეს საკითხები შეჯერებულ იქნა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა სტრატეგიული გეგმა ეფექტური ადვოკაციის განსახორციელებლად (2008-2011წ). "სტრატეგიული გეგმა ეფექტური ადვოკაციის განსახორციელებლად 2008-2011წ" ixileT aq

2009 წლის 16 და 17 ოქტომბერს

 

სასტუმრო პრესტიჟში ჩატრდა ზიანის შემცირების პროგრამების სოცმუშაკთა ტრენინგი გლობალური ფონდის აივ/შიდსის პრევენციის პროგრამის ფარგლებში. ტრენინგი მიეძღვნა პირველადი დახმარების საკითხებს. სოციალურმა მუსაკებმა აითვისეს პირველადი დახმარების თეორიული და პრაქტიკული უნარ–ჩვევები. აღნიშნული ტრენინგი ჩაატარეს წითელი ჯვრის პირველადი დახმარების ტრენერებმა თეიკო ჩიკვილაძემ და ნინო ოსეფაიშვილმა. ტრენინგის მასალები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოდმოყვანილ ბმულებზე:

  1. სოციალური მუშაობა ნარკოტიკების მომხმარებლებთან – მეთოდური სახელმძღვანელო
  2. საგანმანათლებლო ფლაიერები

 

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა გლობალური ფონდის პროექტის –„აივ/ შიდსის პრევენციის, მკურნალობის, მოვლისა და მხარდაჭერის ღონისძიებების გაფართოება“ გამოსცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს აივ/შიდსის დეპარტამენტის  მიერ შემუშავებული დოკუმენტები:

  1. სამკურნალო-პროფილაქტიკური დაწესებულებების მედიცინის მუშაკთა ინიციატივით აივ-ტესტირებისა და 
    კონსულტირების საკითხების შესახებ 
  2. მითითებები ნემსებისა და შპრიცების გაცვლის პროგრამების დანერგვისა და მართვის შესახებ

1 დეკემბერი,2009

"საყოველთაო ხელმისაწვდომობა და ადამიანის უფლებები’’

შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე - 1 დეკემბერი, 2009 წელს გაეროს გადაწყვეტილებით ტარდება შემდეგი სლოგანით: საყოველთაო ხელმისაწვდომობა და ადამიანის უფლებები.

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა 2009 წლის 30 ნოემბერს, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში გამართა პრესკონფერენცია, რომელიც შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.

ქსელი შეუერთდა გაეროს მაღალი რანგის წარმომადგენელთა მოწოდებას იმის თაობაზე, რომ აივ/შიდსის პრევენციის და მკურნალობის საყოველთაო ხელმისაწვდომობა შეუძლებელია ნარკოტიკების მომხმარების დეკრიმინალიზაციის გარეშე:

პან გი მუნი, გაეროს გენერალური მდივანი – ,,მაშინ როდესაც მოწყვლადი ჯგუფების კრიმინალიზაცია ხდება მათი ცხოვრების სტილის გამო, კანონმდებლობა შესაძლოა გარკვეულ ბარიერს წარმოადგენდეს საყოველთაო ხელმისაწვდომობის გაზრდასთან მიმართებაში".
მიშელ სიდიბე, გაეროს აივ/შიდსის გაერთიანებული პროგრამების (UNAIDS) აღმასრულებელი დირექტორი
,,ნარკოტიკების მომხარებელთა კრიმინალიზაცია უნდა შეწყდეს; დამოკიდებულება არა კრიმინალი, არამედ დაავადებაა, რომელსაც მურნალობა ესაჭიროება".

მიშელ კაზაჩკინი, შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის აღმასრულებელი დირექტორი – ,,კვლავ და კვლავ უნდა ვაჩვენოთ, რომ ნარკოტიკების მომხმარებლებთან ყველაზე უკეთ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ღონისძიებები მუშაობს. სადამსჯელო ღონისძიებები, რომელთაც ძალოვანი სტრუქტურები ახორციელებენ და, რომლებიც მათ რესურსებს ფიტავს, მძიმე ტვირთად აწვება სასამართლო და სასჯელაღსრულების სისტემებს".

ანტონიო მარია კოსტა, გაეროს ნარკოტიკულ საშუალებათა და დანაშაულის სამმართველოს  (UNODC) აღმასრულებელი დირექტორი – ,,ნარკოტიკებზე დამოკიდებულება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მდგომარეობაა: ადამიანებს, რომლებიც ნარკოტიკებს მოიხმარენ სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ და არა დასჯა."

დღეისათვის საქართველოში  ოფიციალურად რეგისტრირებულია აივ/შიდსის 2204 შემთხვევა. მათგან 59.5% დაკავშირებულია ნარკოტიკების ინექციურ მოხმარებასთან. ეპიდემიის ეფექტური პრევენცია ზუსტად ამ ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფთან მუშაობით არის შესაძლებელი. არსებული კანონმდებლობის გამო რთულდება, და ხშირად შეუძლებელი ხდება, ამ ადამიანებთან კონტაქტის დამყარება და არსებული სერვისების მიწოდება

2009 წლის 27 ოქტომბერს,

“კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრის” და “ახალი ვექტორის” ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება, სადაც მოხდა პროექტის
 “ნარკოტიკების მომხმარებელთა ინტერესების დაცვა და უფლებების ადვოკაცია” ფარგლებში ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია. 
პროექტის შესახებ – “ნარკოტიკების მომხმარებელთა ინტერესების დაცვა და უფლებების ადვოკაცია”- ფინანსური მხარდაჭერა – 
“ფონდი ღია საზოგადოება საქართველო”
პროექტის მიზანი - სახელმწიფოს მიერ ნარკოპოლიტიკის სწორი კურსის ჩამოყალიბების ხელშეწყობა საზოგადოებრივ 
აზრზე ზემოქმედების გზით 
პროექტი განხორციელდა 2009 წელს 
პროექტის “ნარკოტიკების მომხმარებელთა ინტერესების დაცვა და უფლებების ადვოკაცია” მიზნის მისაღწევად, რომელიც გულისხმობს 
სახელმწიფოს მიერ ნარკოპოლიტიკის სწორი კურსის ჩამოყალიბების ხელშეწყობას საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების გზით, 
განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:
  1. თვისობრივი კვლევა, ინტერვიუირების მეთოდის გამოყენებით (სამართალდამცავებთან, სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებთან, ნარკოტიკების მომხმარებლებთან და მათი ოჯახის წევრებთან);
  2. რაოდენობრივი კვლევის ინსტრუმენტის-კითხვარის შემუშავება და მოქმედებაში ჩაშვება;
  3. ტრენინგები სოციალური მუშაკებისთვის;
  4. ტრენინგები თანაბარგანმანათლებლებისთვის;
  5. საინფორმაციო მასალების მომზადება, გამოცემა, გავრცელება;
  6. სოციალური ვიდეორგოლის მომზადება, ტრანსლირება;
  7. თანამშრომლობა უფლებადამცველ და სერვისულ ორგანიზაციებთან;
  8. იურიდიული კონსულტაციები;
  9. რაოდენობრივი სოციოლოგიური კვლევა;
  10. კვლევის პრეზენტაცია.

პროექტის ფარგლებში ჩატარებულ კვლევის რაოდენობრივი და თვისობრივი შედეგების გასაცნობად დააწკაპეთ ბმულებზე

 

ზიანისSემცირების ქსელმა საქართველოს პარლამენტში შეიტანა მის მიერ შემუშავებული კანონპროექტი `ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ. კანონპროექტის ინიცირებისათვის აუცილებელია შეგროვდეს 30000 მოქალაქის ხელმოწერა. ამისთვის გვაქვს არასრული 45 დღე.

დღეიდან დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება. კანონპროექტის ძირითად დებულებებს და მოკლე ახსნა განმარტებებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ

კანონპროექტის უშუალო ტექსტისა და განმარტებითი ბარათების გაცნობა შეგიძლიათ ქვემოდმოყვანილი ბმულების მეშვეობით.

20-21 ოქტომბერი

ჩატარდა ზიანის შემცირების ქსელის II ეროვნული კონფერენცია.

კონფერენციის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას SegiZliaT gaecnoT qvemoT moyvanili bmulis meSveobiT.

" კონფერენციას ესწრებოდნენ უცხოელი ეპსპერტები: ტომ ლოიდი დიდი ბრიტანეთიდან, პიტერ საროში უნგრეთიდან, გალინა კამინსკაია უკრაინიდან, რამინტა შტუიკიტე ლიტვიდან, რიჩარდ პირსჰაუზი კანადიდან, ხუანა ტომას როსელო გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულის ბიუროდან; საქართველოს ზიანის შემცირების ქსელში შემავალი ორგანიზაციების წარმომადგენლები...

კონფერენციის განრიგი და მასალები

konf_2

20-21 ოქტომბერი

ზიანის შემცირების II ეროვნული კონფერენცია

ამა წლის 20-21 ოქტომბერს, 9 საათზე სასტუმრო ,,ვერე პალასში” გაიმართება ზიანის შემცირების II ეროვნული კონფერენცია. კონფერენციის ორგანიზატორები არიან ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი, ფონდი ,,ღია საზოგადოება-საქართველო”. კონფერენცია ტარდება ევროკავშირის, ფონდი ,,ღია საზოგადოება საქართველო” და შიდსის, ტუბერკულოსისა და მალარიის წინაარმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის მხარდაჭერით.

ზიანის შემცირების II ეროვნული კონფერენციის პრეს-რელიზი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

baner
30 აპრილი, 2008წ

2008 წლის 30 აპრილს, სახალხო დამცველის ოფისში ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა მიმდინარე პროექტის ,,ნარკოპოლიტიკის ადვოკაცია და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ორგანიზაციული გაძლიერება’’  ფარგლებში  საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანი ნარკოპოლიტიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ სარწმუნო ინფორმაციის მიწოდება, ნარკოტიკების მოხმარების პრობლემისადმი საზოგადოების ცოდნის ამაღლება, პრაგმატული და არადისკრიმინაციული მიდგომების პოპულარიზაცია და საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება იყო.მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ: საქართველოს სახალხო დამცველი, ჯანდაცვის, ადგილობრივი და საერთაშორისოარასამთავრობო ორგანიზაციებისდა მედიის წარმომადგენლები ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის განცხადებით დღევანდელი ნარკოპოლიტიკა არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს. სახელმწიფომ ვერ გაითავისა ნარკოტიკების მოხმარების სოციალური, ჯანდაცვის ფაქტორები და დღემდე ადეკვატური საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის დანერგვა ვერ მოახერხა.

ქვეყანაში მცირეა მკურნალობის პროგრამები, არ არსებობს სოციალური პროგრამები. იმის ნაცვლად, რომ ნარკოტიკების მომხმარებლებს საზოგადოებაში დაბრუნების საშუალება მიეცეთ, მათ ავადმყოფობის გამო აჯარიმებენ. ისინი ციხეშიც კი ხვდებიან, სადაც ნარკოტიკების მოხმარებას კიდევ უფრო საშიშ გარემოში აგრძელებენ.

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ 2006 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ტესტირებისა და რეგისტრაციის სისტემაში ინიცირებული ცვლილებების შედეგადმოხდა ამ სფეროში მთელი ძალაუფლების მათ ხელში კონსოლიდაცია. შედეგად მივიღეთ ნარკოლოგიურ ტესტირებაზე მიყვანილ ადამიანთა რაოდენობის  მნიშვნელოვანი ზრდა – 2007 წლის განმავლობაში 57375 ადამიანმა გაიარა იძულებითი ტესტირება. 35000-ზე მეტი ადამიანის ორგანიზმში ნარკოტიკული ნივთიერების კვალი არ აღმოჩნდა.

2007 წელს ბიუჯეტში ნარკოტიკებთან დაკავშირებული ჯარიმების სახით 30 მილიონი ლარია გადახდილი. ნარკომანიის პრობლემის მოგვარებაზე კი სახელმწიფომ მიზერული თანხა  მხოლოდ 250 ათასი ლარი დახარჯა.

 არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით სახელმწოფოს ძირითად სამოქმედო ინსტრუმენტს მოსახლეობის იძულებითი ნარკოლოგიური შემოწმება და ნარკოტიკების მომხმარებელთათვის გარკვეული უფლებების ჩამორთმევა წარმოადგენს. 

"დღეს აუცილებელია, სახელმწიფომ გააცნობიეროს არსებული კანონმდებლობის და მასზე დაფუძნებული სამართლებრივი პრაქტიკის სოციალურად საზიანო შედეგები და შეიმუშაოს სტრატეგია, რომელიც ადამიანის უფლებების პატივისცემასა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრინციპებზე იქნება დაფუძნებული. ჯანმრთელობის შენარჩუნება და გაუმჯობესება ადამიანის უფლებაა და არა პრივილეგია,’’_განაცხადა სახალხო დამცველმა.

მრგვალი მაგიდის შესახებ მომზადდა სიუჟეტი და გადაიცა ინფორმაცია ტელეკომპანიებით ,,რუსთავი 2”, ,,მზე’’ ,,აჭარა’’, ,,კავკასია’’, რადიოთი ,,ამერიკის ხმა’’ და სხვა

 

ვენა, 14 მარტი

გაეროს ნარკოპოლიტიკის განმსაზგვრელი ორგანო მოუwოდებს მთავრობებს ზიანის შემცირება და ადამიანის უფლებები  წინა პლანზე წამოწიონ. 10-14 მარტს ვენაში ჩატარდა გაეროს ნარკოტიკების კომისიის 51-ე სესია. იხილეთ მასალები აქ... და აქ

23 თებერვალი 2008წ

ქსელის მიმდინარე პროექტის ,,ნარკოპოლიტიკის ადვოკაცია და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ორგანიზაციული გაძლიერება’’  ფარგლებში 2008 წლის 23 თებერვალს “ალტერნატივა ჯორჯია”-ს ოფისში ჩატარდა  მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა. შეხვედრის მიზანი იყო მედიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაძლიერება და მათი ინფორმირება ნარკოპოლიტიკაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ ზიანის შემცირების საქართველოს ქსელში შემავალი ორგანიზაციების, ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრი კახა კუკავა.
შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი თემები:1. ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის მუშაობის შესახებ - მიზნები, ამოცანები, შედეგები; 2.ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის აუცილებლობა, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა.

შეხვედრამ ჟურნალისტების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი დიალოგშიექსპერტებმა მათ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის აუცილებლობის შესახებ, აგრეთვე გამოითქვა მოსაზრებები თუ რაში არ ეთანხმებიან ექსპერტები ახალ საკანომდებლო ინიციატივას.
შეხვედრში მონაწილეობდნენ:
ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი;
ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის წარმომადგენლები

 

ვენა, მარტი, 2008წ არასამთავრობო ორგანიზაციები ასეთი აქტიურნი და გავლენიანნი არასოდეს ყოფილან შეხვედრის პროგრამის განსაზღვრისას. ზიანის შემცირების ევრაზიის ქსელის, ნარკოპოლიტიკის საერთაშორისო კონსორციუმის, ზიანის შემცირების აზიის ქსელის, ღია საზოგადოების ინსტიტუტისა და ნარკოტიკების მომხმარებელთ ა საერთაშორისო ქსელის მიერ გაკეთებული რამოდენიმე განცხადება თემატურ დებატებზე უახლოეს მომავალში განთავსებული იქნება ინტერნეტში. დაწვრილებით იხილე აქ
კიევი, უკრაინა, 14 თებერვალი, 2008წ მოსკოვში დაგეგმილ შიდსის კონფერენციაზე არ უშვებენ იმ პაციენტებს, რომლებიც ნარკოტიკულ დამოკიდებულებას მკურნალობენ". . . "საინიციატივო ჯგუფი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას გააკეთოს გამონაკლისი და კონფერენციაზე დაუშვას ის მონაწილეები, რომლებიც დღესდღეობით მკურნალობას გადიან მეთადონითა და ბუპრენორფინით." . . . დაწვრილებითი ცნობებისთვის დაწკაპეთ აქ
2008 წლის 23 თებერვალი  ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის პროექტი - ,,ნარკოპოლიტიკის ადვოკაცია და ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ორგანიზაციული გაძლიერება’’ ფარგლებში 2008 წლის 23 თებერვალს “ალტერნატივა ჯორჯია”-ს ოფისში ჩატარდა მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა. დაწვრილებით იხილე აქ
 

შეხვედრები საპრეზიდენტო კანდიდატებთან

“ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა” საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებამდე შეხვედრები ოთხ საპრეზიდენტო კანდიდატთან გამართა. ნარკოპოლიტიკისა და კანონმდებლობის შემუშავების პროცესში აქტიურად ჩართულმა ქსელმა, რომელიც როგორც სამედიცინო დარგის, ასევე იურიდიული და ადამიანების უფლებების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებს მოიცავს, არაერთხელ მიმართა მთავრობას ამ პრობლემასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხით, თუმცა მიმართვას შედეგი არ მოჰყოლია.

“ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი” დაინტერესდა, თუ როგორ ხედავენ საპრეზიდენტო კანდიდატები ამ პრობლემის გადაჭრის გზებს. ორგანიზაციამ კანდიდატებს გააცნო ის ხედვა, რომლითაც ამჟამად ისინი მუშაობენ. (სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ აქ )
01.10.2007 სასტუმრო "ძველ თბილისში " ზიანის შემცირების საადვოკაციო კამპანიის" ფარგლებში შედგა პრეს-კონფერენცია, მიძღვნილი C და B ჰეპატიტებთან ბრძოლის დღეს. პრეს- რელიზში ნათქვამია, რომ "C ჰეპატიტის პრევენცია, დროული დიაგნოსტირება და დაავადებულთა მკურნალობა სახელწიოფოს ზრუნვის საგანი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრიორიტეტი უნდა გახდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოუვლენელი, ფარული ეპიდემია, აივ/შიდსის გავრცელების ზრდასთან ერთად, კიდევ უფრო გაამძაფრებს დემოგრაფიულ კრიზისს. პრეს-რელიზის სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ აქ
 11.09.2007

საქართველოს პროკურატურამ გამოაქვეყნა ანალიტიკური კვლევა საქართველოში კრიმინოგენური მდგომარეობის შესახებ. შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

კვლევის მონაცემებით 2007 წლის პირველი 6 თვის მანძილზე საქართველოში დაფიქსირდა 3-ჯერ მეტი ნარკოტიკული დანაშაული, ვიდრე 2006 წლის იგივე პერიოდში.ამ მონაცემებზე უფრო საინტერესო მათი ინტერპრეტაცია არის. საერთოდ, სტატისტიკა საკმაოდ მძლავრი პროპაგანდისტული ბერკეტი შეიძლება გახდეს ჭკვიანი ადამიანების ხელში. მაგალითად, ქურდობის დანაშაულის მნიშვნელოვანი კლება ახსნილია ამ სახის დანაშაულის რეალური რიცხვის შემცირებით. რაც, რა თქმა უნდა ძალოვანი სტრუქტურების კარგი მუშაობით და სწორი საკანონმდებლო პოლიტიკით უნდა აიხსნას. ნარკოტიკული დანაშაულის დაფიქსირებული შემთხვევების სამმაგი მატება კი, ავტორთა აზრით, ამ სახის დანაშაულის გასამმაგებული გამოვლენით იხსნება. "ეს კი თავის მხრივ უნდა აიხსნას სახელმწიფოს მიერ ნარკომანიის წინააღმდეგ გამოცხადებული შეურიგებელი ბრძოლის პოლიტიკით." - ფრაზა კვლევიდან. ანუ, ისევ საქმე გვაქვს ძალოვნების კარგ მუშაობასთან და ეფექტურ საკანონმდებლო პოლიტიკასთან. სავარაუდოდ ეხლა პროკურატურა ამ ციფრებით დაიწყებს მანიპულირებას, რათა საზოგადოებას დაანახოს როგორ ზრუნავს და როგორ წარმატებებს აღწევს მოსახლეობის ნარკოტიკებისაგან დასაცავად. . .
12-14 სექტემბერს, კიევში,

გაეროს ეგიდით, ვენის არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმის ხელშეწყობითა და თაოსნობით (VNGOC) , შედგა I რეგიონალური კონსულტაცია აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ნარკოტიკულ ნივთიერებებზე მოთხოვნის შემცირებასთან დაკავშირებით Beyond 2008.

მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უკრაინიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, ტაჯიკეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდოვადან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, სომხეთიდან. საქართველოდან მონაწილეობდნენ დავით ოთიაშვილი (ალტერნატივა ჯორჯია), მარინა ჭავჭანიძე (ალტერნატივა ჯორჯია), თამარ სირბილაძე (ბემონი).

ინფორმაცია კონსულტაციების შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ აქ. საპრეზენტაციო მასალა ხელმისაწვდომია აქ

შემდეგი კონსულტაცია ჩატარდება 2008 წლის მარტში, ბელგრადში.
15 ივლისი, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა გამოსცა ბროშურა -საინტერესო ფაქტები ნარკოტიკების შესახებ. ბროშურის .pdf ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ
8 ივნისს საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო კანონი “ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ”. ზიანის შემცირების საქართველოს წევრმა ორგანიზაციებმა შეიმუშავეს მიმართვა საქართველოს პარლამენტის წევრების მიმართ, რომელშიც ახსნილია რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს აღნიშნული კანონის ცვლილებების გარეშე მიღებას. სრული ტექსტი იხილეთ აქ
“ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” კანონის გაცნობის შემდეგ, კანადის აივ/შიდს-ის სამართლებრივი ქსელის პოლიტიკის უფროსმა ანალიტიკოსმა რიჩარდ პირსჰაუზმა, საქართველოს მთავრობის რამდენიმე მაღალჩინოსანს შემდეგ წერილით მიმართა...
26 ივნისი

ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის პრესს-კონფერენცია
ნარკომანიისა და ნარკობიზნესთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფონდ "ღია საზოგადოება -- საქართველოს" მხარდაჭერით, 2007 წლის 26 ივნისს, ნარკომანიისა და ნარკობიზნესთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, სასტუმრო "თორში", ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა მოაწყო პრესკონფერენცია, სახელწოდებით: "ერთი ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი _ უკან".
პრეს-კონფერენცია ეძღნებოდა საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიიღებულ პაკეტს "ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა" და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ.

ახალი კანონპროექტის თანახმად, ნარკოტიკის მოხმარების გამო ადმინისტრაციული ჯარიმა 500 ლარიდან 1000 ლარამდე გაიზრდება, ალტერნატიული მკურნალობა კი გაუქმდება.

კონფერენციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ეს ცვლილებები ნარკოტიკების მოხმარების შემცირებას არ უწობს ხელს, პირიქიდ, მათ ზრდას განაპირობებს. ხოლო საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამების, კერძოდ, წამალდამოკიდებულთა მკურნალობის, აივ/შიდს-ის, ჰეპატიტებისა და სისხლით გადამდები სხვა ინფექციური პროფილაქტიკის პროგრამების განხორციელება ეჭვის ქვეშ დგება.

ასეთი კანონმდებლობის ფონზე, ნარკოტიკების მომხმარებლები (რომლებიც აივ/შიდსი-ის, ჰეპატიტების და სისხლით გადამდები სხვა დაავადებების ძირითადი მატარებლები არიან) ვერ შეძლებენ პროფილაქტიკური ხასიათის პროგრამებში მონაწილეობას. აქედან გამომდინარე, მათ საკმაოდ მცირე არჩევანი რჩებათ...

ღონისძიების მეორე ნაწილი, ზიანის შემცირების პრეს-კლუბის პროექტის ფარგლებში ჩატარებული, ჟურნალისტური კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენასა და დაჯილდოებას დაეთმო. კონკურსის მიზანი იყო გამოევლინა ზიანის შემცირებასთან დაკავშირებული საუკეთესო ნაშრომის ავტორი. (კონკურსზე წარმოდგენილი მასალები იხილე აქ)

აღსანიშნავია, რომ კონფერენციისადმი ინტერესი გამოიჩინეს საქართველოში მოქმედმა თითქმის ყველა ტელევიზიამ, რომელთა წარმომადგენლებმაც ღონისძიება აქტიურად გააშუქეს.
21-22 მაისს,

სასტუმრო ვარაზში ჩატარდა ზიანის შემცირების ქსელის I სეროვნოლი კონფერენცია. ქსელის წევრებმა იმსჯელეს ზიანის შემცირების პროგრამების პრობლემებზე და კანონმდებლობისსაკითხებზე, რომელიც ხელს უშლის ზიანის შემცირების პროგრამების დანერგვას. საბოლოოდ ქსელმა შეიმუშავა მიმართვა საქართველოს პრეზიდენტის, ხელისუფლებისა და მთავრობის მიმართ.

მიმართვის ტექსტის ქართული ვერსია იხილეთ აქ

მიმართვის ტექსტია ინგლისური ვერსია იხილეთ აქ

დასრულდა გაეროს ნარკოტიკული საშუალებების კომისიის (CND) 50 სესია

დასრულდა ნარკოტიკულ საშუალებათა კომისიის 50-ე სესია. ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს შორის, გადაწყდა, რომ უმაღლესი დონის შეხვედრა მიძღვნილი გაეროს სპეციალური წამალდამოკიდებულებასთან დაკავშირებული სესიის 10 წლისთავისათვის, გადატანილ იქნას 2009 წლისთვის და ჩამოყალიბდეს არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან უკუკავშირის პროცესი ამ შეხვედრასთან დაკავშირებით. ქვემოთ იხილეთ მოკლე ამონარიდები პუბლიკაციებიდან დაკავშირებული ზიანის შემცირებასთან.
უმაღლესი დონის შეხვედრა მიძღვნილი გაეროს გენერალურიი ასამბლეის სპეციალური წამალდამოკიდებულებასთან დაკავშირებული სესიის 10 წლისთავ.თან გადატანილია 2009 წლამდე. არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვა რეკომენდირებულია
რადგანაც ახლოვდება 10 წლისთავისთვის მიძღვნილი გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალური წამალდამოკიდებულებასთან დაკავშირებული სესია,
CND-მ მიიღო რეზოლუცია გადადოს მიღწევათა ანალიზი და მომდევნო უმაღლესი დონი შეხვედრა 2009 წლისთვის. რეზოლუცია მოწოდებულია გამოყოს მეტი დრო, რათა შეიმუშავოს “ობიექტური, მეცნიერული და დაბალანსებული” შეფასება და მიმართოს კომისიის წინა საქმიანობის მასალებს, რათა შეაჯეროს არასამთავრობო ორგანიზაციების კონსულტაციები თემის მიხედვით პლენარულ სხდომაზე. ცენტრალურ ფორუმზე გამოთქმული იყო არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვის საწინააღმდეგო აზრი, გამოთქმული რამდენიმე ქვეყნის დელეგაციის მხრიდან, მათ შორის აშშ (რომელმაც შემოიტანა წინადადება არასამთავრობო ორგანიზაციები ჩართულნი იყვნენ მხოლოდ როგორც არაოფიციალური მხარე), ეგვიპტე, რუსეთი და ინდოეთი, თუმცა საბოლოოდ ყველა ქვეყნის დელეგაციამ მიიღო რეზოლუცია